საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
408
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-10-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №408

2001 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ

საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შო­რის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესახებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზრის ხელშემწყობი პროექტის განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხუ­ლავა) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ერთობლივი ბრძანების ფორმით უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსა­ხურე ორგანიზაციის დაფუძნება და მისი დებულების დამტკიცება.

2. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელ­მწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განი­საზ­ღვროს მისი დებუ­ლებით. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს სათბობ-ენერგეტი­კის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ.

3. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დებულე­ბაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებ­ლობისა და საქართველოსა და  განვითარების საერთაშორისო ასოცია­ციას შორის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესა­ხებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმისა და 2001 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით.

4. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტო­რი­სა და სხვა  მოსამსახურეთა შერჩევა გან­ხორ­ციელდეს საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.

5. საქართვლოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანე­ბულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი პროცედურების შედეგად თანამდებობაზე დასანიშნად წარმოადგინონ  ელექტროენერ­გიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექ­ტორის  კანდი­დატურა.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის ბრძანებულება №155 - სსმ III, №25, 10.03.2010 წ., მუხ.370

 

კრებსითი — სრული ვერსია