საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
484
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №484

1999 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რექტორთა საბჭოს თხოვნა და ნება დაერთოთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული ფორმებით დროებით, არა უმეტეს 5 წლით გაცემისა და ამორტიზებული, გამოუყენებელი აქტიური ნაწილის გაყიდვისათვის.

2. ამ ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები ჩაირიცხოს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშზე და გამოყენებულ იქნეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განმტკიცებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისათვის.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია