ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016071
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 30 მარტი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში (სსმ 5, 2010წ., №55, მუხლი 1800) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მუხლი 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა  და  43-ე მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 2. დადგენილების (დანართი 1) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 3.  დადგენილება ძალაშია  დადგენილი წესით  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              გ. გელენიძე

 

 

         

 

კრებსითი — სრული ვერსია