„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა– ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016069
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა– ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2011 წლის 30 მარტი

ქ. ხონი

,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის № 36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის № 36 დადგენილებაში (სსმ 5,  2010 წ., №1334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების №2 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა-წარმოების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსვლისა და გასავლის ჟურნალში.

 2. დადგენილების (დანართი №2-ის) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               გ. გელენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია