„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016025
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 8

2011 წლის 30 მარტი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110321012, 23/03/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰექტარ მიწაზე – 53 ლარი;

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1 ჰექტარზე:

ბ.ა) სათიბებზე – 10 ლარი

ბ.ბ) საძოვრებზე – 6 ლარი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) – 1,5;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,4“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) – 0.36 ლარი;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიისათვის – 0.336 ლარი“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

ქონების გადასახადი არ ვრცელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე          გ. კაპანაძე

კრებსითი — სრული ვერსია