საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვები „სამეცნიერო ნაშრომები” შეიცვალოს სიტყვებით „10 სამეცნიერო ნაშრომი მაინც”.
ე. შევარდნაძე