,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.148.016048
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2011 წლის 30 მარტი

ქ. გორი

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად,

1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4, მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     ,,მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 82 ლარი.

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 20 ლარი;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 18 ლარი.“.

      ,,მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ გორში

0,24

1,1

0,26

2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გარდა ქალაქ გორისა

0,24

0,46

0,11

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია