საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №360
1999 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 პუნქტში სიტყვები: „1999 წლის 1 ივნისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით: „1999 წლის 1 აგვისტოდან“.
2. ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-8 პუნქტი.
ე. შევარდნაძე