„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-03-20
გამოქვეყნების თარიღი
1999-03-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №111

1999 წლის  20 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „…და ვარგისიანობის ვადას“ შეიცვალოს სიტყვებით „…, რომელიც მითითებულ უნდა იყოს ყუთზე“.

2. ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1999 წლის 1 ივნისიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და წარმოება შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს“.

3. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1999 წლის 1 ივლისიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს“.     

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია