„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4927
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-19
სარეგისტრაციო კოდი
190.020.040.05.001.002.885
„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

2. ამ კანონის №1 დანართის:

ა) 1.8 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) 2.13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.13

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

 

 

100

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4927–Iს

კრებსითი — სრული ვერსია