„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
458
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-07-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-28
სარეგისტრაციო კოდი
480130000.05.002.000000
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №458

1999 წლის  26 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს.”;

ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მდივანს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტს.”.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია