საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №374
1999 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვების: “საქართველოს პარლამენტის წევრებს” შემდეგ დაემატოს სიტყვები: “სქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს”, შემდეგ როგორც ტექსტშია.
2. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს”.
3. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულების მე-7 პუნქტის “ე” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს”.
ე. შევარდნაძე