„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №449

2002 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს  ოლეგ ნიკოლეიშვილი.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს იასე ზაუტაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. კომისიის წევრს ლევან ჩრდილელს თანამდებობად მიენიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

4. კომისიის მდივანს ილია კალანდაძეს თანამდებობად მიენიშნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია