საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №528
1998 წლის 17 სექტემბერი
ქ.თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მიღებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება და „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 „ე“ პუნქტს დაემატოს:
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს;“;
2. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 „კ“ პუნქტს დაემატოს:
„უცხოეთის ქვეყნებში წარგზავნილ საქართველოს ტელერადიოკორპორაციისა და გაზეთების საკუთარ კორესპონდენტებს, რომლებიც აკრედიტებულ იქნებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.“.
ე. შევარდნაძე