„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
319
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2011-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016008
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №319  

2011 წლის 29 მარტი  

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულების 23-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებით (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 13. კონტრაქტორი თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:

ა)  ჩვეულებრივი წესით ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ვალდებულების მოხდას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;

ბ) ექვემდებარება ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ჯანაშია

კრებსითი — სრული ვერსია