საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
1999 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულების 1-ლი პუნქტით შექმნილ საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს:
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
ე. შევარდნაძე