საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №323
1998 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის - ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევის მდგომარეობისა და მისი,როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, დამკვიდრების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულების პირველ პუნქტში და საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ვარდიკო ნადიბაიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს დავით თევზაძე.
ე. შევარდნაძე