საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №84
1998 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულების „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით ზემოაღნიშნულ ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება“.
2. დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება“;
ბ) მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის“;
გ) 3.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.4. ცენტრის ხელმძღვანელს ჰყავს ორი მოადგილე, სამი პროგრამის კოორდინატორი, ერთი მთავარი სპეციალისტი, ერთი უფროსი ბუღალტერი“;
დ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული სახსრები“.
ე. შევარდნაძე