საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №123
2002 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 ივლისის №285 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 ივლისის №285 ბრძანებულების პირველი და მე-16 პუნქტებით დამტკიცებულ დროებით საუწყებათაშორისო კომისიების შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ელდარ გოგიაშვილი, ბესო ლოლაძე, სერგო პეტროსიანი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი
გია გოგიბერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.
3. მე-16 პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გიორგი გაჩეჩილაძე.
4. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს: ზურაბ გარაყანიძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე.
5. ამირან გამყრელიძეს თანამდებობად მიენიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ე. შევარდნაძე