„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №114

2002 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იურიდიული დეპარტამენტი;“.

2. დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი“.

3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სარჩელის აღძვრა სასამართლოში და მონაწილეობა იმ დავათა განხილვაში, რომელიც ეხება სამინისტროს. დეპარტამენტი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია