„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016057
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 29

2011 წლის 28 მარტი

ქ. მცხეთა

,, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ი” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი.თ” ქვეპუნქტი: ,, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ა. კალანდაძე

კრებსითი — სრული ვერსია