„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.153.016055
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 27

2011 წლის 28 მარტი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში, კერძოდ,                                                                           დადგენილების პრეამბულაში ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ნაცვლად მიეთითოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                         ა. კალანდაძე

   

 

          

 

 

კრებსითი — სრული ვერსია