მ ცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26
2011 წლის 28 მარტი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ქ ” ქვეპუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და , ,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე ,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მ ცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის დადგენილების პრეამბულაში , კერძოდ , ამოღებულ იქნეს ,, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანება .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე