საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №389
1998 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
"საქართველოში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"საქართველოში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. 1998 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასამელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება შიდა მოხმარებისათვის, რეალიზაცია და იმპორტირება".
ე. შევარდნაძე