"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.127.016032
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 28 მარტი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა დაა ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებით (სსმ. V 04,08.2010 წ. მუხლი 65) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.გ.'' ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 ,,ა.გ. მთავარი სპეციალისტი მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხებში''.

მუხლი 2.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 3.

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე   მ. მასხარაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია