"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
351
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-05-25
გამოქვეყნების თარიღი
1998-05-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №351

1998 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

 "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიხეილ ჭკუასელი.

2. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

მერაბ ადეიშვილი - საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი

ფრიდონ ინჯია - საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი

ირაკლი მანაგაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

არველოდი ჟვანია - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე

გია შერვაშიძე - საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი.

 3. გალის რაიონიდან ლტოლვილი მოსახლეობისათვის პირველი რიგის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოს 1 (ერთი) მლნ ლარი.

სახელმწიფო კომისიამ ორ კვირაში განსაზღვროს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის რაოდენობა და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.

4. სახელმწიფო კომისიის მუშაობის ადგილად განისაზღვროს ქ. ზუგდიდი.

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია