„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
178
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-08
სარეგისტრაციო კოდი
240040000.05.002.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №178

2003 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულებაში    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ” (გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში, 1997 წ., №11, გვ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

დიმიტრი გულისაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი

ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.”

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას საქართველოში სამეთვალყურეო კომისიაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შესაყვანად წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა.“.

3. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მინისტრის სტატუსით წარმოდგენილ კომისიის წევრებს აქვთ უფლება კომისიის სხდომებზე დასწრება დაავალონ მათდამი დაქვემდებარებული უწყებების შესაბამის თანამშრომლებს.“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია