"საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
170
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016195
"საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №170

2011 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

�საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების №2 დანართის �ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტების უფროსებს;�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია