საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №342
2001 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ოქტომბრის №460 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ოქტომბრის №460 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ვადიმ ტურძელაძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს გოგი გოგიაშვილი _ საქართველოს „ტრასეკას“ მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნული მდივანი.
ე. შევარდნაძე