„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016029
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 22 მარტი

ქ. სამტრედია

��სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ� სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

1. �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1570) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეები

�ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსები;

გ) გამგებლის თანაშემწე;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი;

ზ) სპეციალისტი.�.

��� მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე��� ��� ��� ა. ჯვარშეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია