საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №425
1999 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 ივლისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 1 სექტემბრიდან“.
2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს „ქართული მინისა და მინერალური წყლების კომპანიის“ თხოვნა და შეიმუშაოს ღონისძიებები საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული მინერალური წყლებისა და ყველა სახის წყაროს წყლებზე სპეციალური სავაჭრო მარკების შემოღებასთან დაკავშირებით“.
3. ბრძანებულების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებად.
ე. შევარდნაძე