საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №208
1999 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნეს თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
2. საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: არჩილ გოგელია, სერგო ლომთათიძე.
3. ჩამოთვლილ პირებს დაკავებულ თანამდებობად მიეთითოთ:
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი
ზაზა შენგელია – საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე