საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №462
2000 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ჯონი ხეცურიანი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი.
ე. შევარდნაძე