ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №3-15
2011 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის თანახმად , ქ . თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა : შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები „ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ” ქ . თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა , ჩამოყალიბდეს თანდართული სახით .
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი