„ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2002-01-05
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №3

2002 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსა­ხურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ“ 2001 წლის 16 მარტის საქარ­თველოს კანონის შესაბამისად „ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყო­ბის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) I თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ტოტალიზატორი“ შემდეგ ნაცვლად სიტყვისა „თამაშობა“ დაემატოს „თამაშობათა ადგილი ან ელექტრონული მოწყობილობა“;

ბ) I თავის მე-8 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოგებათა გასანაღდებლად განკუთვნილი თანხა (საპრიზო ფონდი), რომელიც უნდა შეადგენდეს გამოშვებული ლატარიის მოცულობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივ მოსაკ­რებელს შორის სხვაობის სულ მცირე 50 პროცენტს“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია