საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №603
1998 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 მარტის №199 ბრძანებულებაში და საქართველოს კულტურის აღორძინების საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
ივანე ზოდელავა – თბილისის მერი
დეკანოზი მამა ბესარიონი (მენაბდე) – წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო ხელოვნების საბჭოს ხუროთმოძღვრების კომისიის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე