„თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.139.016023
„თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2011 წლის 18 მარტი

ქ. ბორჯომი

 „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“:

ა) „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს სიტყვები – „კომერციული საქმიანობისათვის“ და „სხვა შემთხვევებში – 1 კვადრატული მეტრზე – 1 ლარი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე შენობა-ნაგებობები:

– 1 კვადრატული მეტრზე კომერციული საქმიანობისათვის – 5 ლარი;

– სხვა შემთხვევებში – 1 კვადრატული მეტრზე – 1 ლარი.“

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ბ. ქურდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია