ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 8
2011 წლის 18 მარტი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილებაში:
ა) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში – ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირების მე-3 ლოტის პერიფერიული ზონის ჩამონათვალს დაემატოს – დასახლება ლიბანი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე