`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
300260000.10.003.016296
`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 13 5

2011 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„ საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის     10 მარტის № 53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის № 53 დადგენილებასა (სსმ III, 2006 წელი, № 32, მუხლი 370) და დადგენილებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ ;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს კარიერების უსაფრთხოების წესები და № 1, № 2 დანართები.“ .

2. წესების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ კარიერების უსაფრთხოების წესები“ ;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. კარიერების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ კარიერებს.“ ;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. მექანიკური ნიჩბით ქვანახშირის ფენის დამუშავება დასაშვებია ერთი საფეხურით, რომლის სიმაღლე შეიძლება აღწევდეს 30 მ-ს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – 40 მ-ს, თუ საფეხურის აფეთქება წარმოებს 650° კუთხით გაბურღული ჭაბურღილებით და საფეხური რეგულარულად იწმინდება გადმონაშვერებისაგან და გამორიცხულია სხვა ავარიული შემთხვევების გამოწვევა.“ ;

ზ) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7. მსხვილი მონოლითების დამუშავებისას დასაშვებია საფეხურის სიმაღლე აღემატებოდეს 20 მ-ს, თუ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების დამატებითი ზომები.“ ;

თ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია დატვირთული მატარებლის მიწოდება ლოკომოტივით წინ იმ პირობით, რომ დამუშავებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც დამტკიცებულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.“ ;

ი) 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში ადამიანების გადასაყვანი ვაგონების ჩართვა აკრძალულია. კარიერზე ადამიანების გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამუშავებული ინსტრუქციით.“ ;

კ) 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. კარიერის საავტომობილო გზებზე ავტომანქანების მოძრაობა უნდა განხორციელდეს გასწრების გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, კარიერზე სხვადასხვა ტექნიკური სიჩქარის ავტომობილების გამოყენებისას, დასაშვებია ავტომობილების გასწრება, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხო პირობები.“ ;

ლ) 82-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. მოქმედი საბურღი დაზგების მტვერსაჭერი და მტვერჩამხშობი ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვის ვადებს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელობა.“ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია