საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №165-241
2011 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010) დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი