საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 41
2011 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., № 143, მუხ. 1422) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1’’ ქვეპუნქტი:
„ ტ1 ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ნიმუშს;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი