საქართველოს კანონი
„ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ – სააგენტო).“.
2. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააგენტო“.
3. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 მარტი .
№4 318– Iს