გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016044
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2011 წლის 22 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №10  დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“  დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილების დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის

მოსაკრებლის განაკვეთი

№

სათამაშო ბიზნესის სახეობა

გადასახადის გადახდის ვადა

მოსაკრებლის განაკვეთი ლარებში

1

კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე

კვარტალში

18 000

2

თითოეულ სათამაშო აპარატზე

კვარტალში

2 000

3

ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე

კვარტალში

5 000

4

თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე

 

საპრიზო ფონდის 10%

5

სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე

კვარტალში

15 000

                                                                                                                                          “.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  გ. ფეიქრიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია