გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016041
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 22 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

ამოღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილების პრეამბულიდან „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მითითება.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია