„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2001-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №37

2001 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272   ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის  თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო)  იურიდიული დეპარტამენტი“.

2. დებულების 24-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) იურიდიული დეპარტამენტის დანიშნულებაა: სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა, სამართლებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას სამართლებრივ საკითხებზე წინადადებების მომზადება, საუწყებო ნორმატიული აქტების მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა, შიდა უწყებრივი ნორმატიული აქტების პროექტებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში მათი შემუშავების პროცესში მონაწილეობა, სამინისტროს საქვეუწყებო და სისტემაში შემავალ დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე სამინისტროს ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია