ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 18 მარტი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 მარტის №7 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირებისა და ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 11.05.2011წ.
4. ძალადაკარგულია – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 14.03.2012წ.
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 3
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 4
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 5
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები (მათ შორის, გაკულტურებული) | 10 |
| 2 | საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული) | 6 |
| 3 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
| 4 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 20 |
| 5 | კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწები | 53 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 11.05.2011წ.
მუხლი 6
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) – 1,5;
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,4.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.
მუხლი 7
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურა) – 0.36 ლარი;
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიისათვის – 0.336 ლარი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.
მუხლი 8
ქონების გადასახადი არ ვრცელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.