საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
78
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010240030.05.002.000001
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში საკონსულო მოსაკრებლების საბიუჯეტო ანარიცხები, საჭიროებისამებრ ადგილზე მიიმართოს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დასაფინანსებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) უზრუნველყონ მიღებული (გახარჯული) საკონსულო მოსაკრებლების 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებში გატარება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2000 წლის 1 მარტიდან.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია