„კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-24
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.149.016045
„კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2011 წლის 18 მარტი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ    დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დადგენიელბის ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №13 დადგენილება“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                დ. მესროფაშვილი

    

კრებსითი — სრული ვერსია