"ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
733
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-12-31
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-28
სარეგისტრაციო კოდი
450190000.05.002.000001
"ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №733

1998 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

"ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის, ვარციხისა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციების, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინების თანახმად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადდეს:

ა) "ბორჯომ-ლიკანის" სახელმწიფო რეზიდენციის ტერიტორიაზე ძეგლად აღნუსხულ ბაღ-პარკის ფარგლებში განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა;

ბ) ვარციხის სამთავრობო რეზიდენცია და მისი მიმდებარე ტერიტორია;

გ) ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია და მისი მიმდებარე ტერიტორია;

დ) კულტურის ძეგლად აღრიცხულ ალექსანდრე ჭავჭავაძის პარკისა და სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არესებული სამთავრობო რეზიდენციის შენობა-ნაგებობანი და ღვინის ქარხანა.

2. ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დაამუშაოს სათანადო დოკუმენტაცია.

ე.შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია