საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 20.05.2010, მუხ. 173).
მუხლი 2. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული აქტები ინარჩუნებს ძალას მანამ, სანამ შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4403–Iს